ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადება მალევე გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ტვიტერის ქსელში თავდამსხმელს "ფსიქიკურად ავადმყოფი" უწოდა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ქვეყანაში დაბრუნება დაუშვებელია.
ტერაქტის გამო მწუხარება შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამაც გამოთქვა. გაეროს გენერალურმა მდივანმა თანაგრძნობა გამოუცხადა ამერიკელ ხალხს და გაეროს მასპინძელ ქალაქს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
"ჩვენ შეერთებულ შტატების გვერდით ვდგავართ ტერორიზმთან ბრძოლაში"-წერს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ტვიტერის ქსელში.
ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა აღუთქვა შეერთებულ შტატებს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა.