საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის ხელახალ დაწყებას ფორმალობად მიიჩნევენ კონსტიტუციონალისტები. სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ ამ ცვლილებების გათვალისწინება 2 კვირის წინ დამტკიცებულ პროექტში მოხდებოდა.
„სასურველი იქნებოდა რომ ეს ცვლილებები, რომელსაც ვენეციის კომისიას შეჰპირდა ხელისუფლება მანამდე განხორციელებულიყო. მათ შორის პრეზიდენტის ვეტო ყოფილიყო გათვალისწინებული და აღარ დავდგებოდით ამ პრობლემის წინაშე, რაც თავისთავად უკვე ძალიან ფორმალურს გახდის პროცესს. არ მგონია, რომ ამ პროცესში რაიმე სახის მონაწილეობა მივიღო,“-განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.
კონსტიტუციონალისტთა ნაწილის აზრით კი მიმდინარე პროცესი დადებითია.