20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
პარტიების დაფინანებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ კორუფციად აფასებს

პოლიტიკური პარტიების ნაწილი ბიუჯეტიდან მეტ დაფინანსებას მოითხოვს. საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორები უმრავლესობის, მაგრამ არა პარტია „ქართული ოცნების“ წევრები სიმონ ნოზაძე და გია ჟორჟოლიანი არიან, პარტიების დაფინანსებაში ცვლილების შეტანას გულისხმობს.

პროექტის მიხედვით ის პარტია, რომლის თუნდაც ერთი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ფრაქციას შექმნის, ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს. ანუ, ბიუჯეტის ფულის მოსაპოვებლად 3 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა საჭირო აღარ არის, საკმარისია პარტიას ერთი მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია ჰყავდეს პარლამენტში, რომ სახელმწიფოსგან ფულს მიიღებს.

ოპოზიციური სპექტრი ინიციატივას პოლიტიკურ კორუფციად აფასებს და თვლის, რომ პროექტი ხელისუფლების სატელიტი პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ემსახურება.  

საპარლამენტო უმრავლესობაში კი, ოპონენტებს მოუწოდებენ, მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებენ და შეფასებებისგან თავი შეიკავონ, რადგან ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ჯერ გუნდმა აღნიშნული ინიციატივა თავად უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

დღის ამბები