იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასმართლოს გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს.
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე მუშაობა სასჯელაღსრულების სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს და ოპონენტებს მოუწოდებს, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.
„ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არის განხილვის პროცედურა და ყველა მასთან დაკავშირებული საკითხი გაწერილი კანონით. აქ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ აბსოლუტურად ნათელი და გასაგები განცხადება გაავრცელა, დანარჩენი არის პროცედურის საკითხი. არ მგონია, რომ თანამდებობის პირებს შეუძლიათ რაიმე ტიპის განცხადებები აკეთონ ამ თემაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ ჩვენც და მეორე მხარეც, როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ვერ გამოიწვევს,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.