20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
2016 წელს გიორგი ბადაშვილმა 29-ჯერ აიღო დანამატი - ახალი სახელფასო პოლიტიკა ძალოვან ორგანოებს არ შეეხება

ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლები კიდევ ერთხელ ხდება პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი. გიორგი ბადაშვილმა საგამოძიებო სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში 2016 წელს დანამატი 29-ჯერ აიღო, ჯამში სულ 121 ათასი ლარი, საიდანაც ხელფასი 35 ათასი 400 ლარი, დანამატი კი, თითქმის, 86 ათასი ლარია.

Reginfo-ს მიერ ძალოვან უწყებებში სოლიდურ დანამატების კვლევისას გაირკვა, რომ გიორგი ბადაშვილმა საგამოძიებო სამსახურში გაცილებით მეტი ანაზღაურება მიიღო, ვიდრე მთავარ პროკურორად მუშაობისას.

კანონი, რაზეც ეკონომიკის მინისტრი საუბრობს, უკვე გახდა პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი ოპოზიციისგან.

ენმ-ში აცხადებენ, რომ მთავრობა საჯარო სამსახურის კანონში ცვლილებების მისაღებად ემზადება, რომლის მიხედვითაც, საჯარო უწყებებისთვის ახალი სახელფასო პოლიტიკა განისაზღვრება. გამონაკლისად კი რამდენიმე უწყება, მათ შორის ძალოვანი ორგანოები დარჩებიან.

Reginfo რამდენიმე თვის წინ ასევე წერდა, რომ ბადაშვილის მამამ, ნუგზარ ბადაშვილმა, რომელიც სახელმწიფო საწარმოებსა და მოგვიანებით საქართველოს რკინიგზაში 2012 წლის შემდეგ დასაქმდა, გასულ წელს სოფელ მანავში 227 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის 28 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.

დღის ამბები