20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი და ანდჟეი დუდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკება ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში, პირისპირ შეხვედრაზე გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ანდჟეი დუდას მადლობა გადაუხადა საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერისათვის.

ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს ძლიერი პარტნიორია, რომელიც საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის სირთულეებს კარგად იცნობს. ამიტომ, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის გააქტიურება და რუსეთზე უწყვეტი ზეწოლის გაგრძელება აუცილებელია.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პოლონურ მხარეს აინტერესებდა დეტალები, ოკუპანტების მიერ ადამიანების გატაცებებსა და მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.   

დღის ამბები