თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ საქართველოში 4 წლიანი მოღვაწეობა დაასრულა. მიხეილ ჯანელიძემ გუშინ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორული ურთიერთობები.
„ბოლო 4 წლის განმავლობაში თურქეთსა და საქართველოს ბევრი მიღწევა გვაქვს. ჩვენ შევქმენით მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო. კიდევ უფრო გამყარდა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევ ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ყველა საერთაშირისო პლატფორმაზე თურქული მხარე საუბრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია. გარდა ამისა ჩვენ ვეხმარებით ქართულ მხარეს მოემზადოს ალიანსის მომავალი წევრობისთვის. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კუთხით, კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს,"-განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.