20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
გიორგი როყვა გაუჩინარებისა და ზეწოლის ფაქტს უარყოფს 

ორი დღის განმავლობაში გაუჩინარებული გიორგი როყვა, მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლისა და გატაცების ფაქტს უარყოფს. როგორც დაკითხვის შემდეგ გიორგი როყვამ ჟურნალისტებს განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობდა დაპირისპირება "ქართული ოცნების" კანდიდატთან.

როყვა არც გავრცელებული მოკლეტექსტური შეტყობინებების აუთენტურობას ადასტურებს.  გარდა ამისა, გიორგი როყვა ამბობს, რომ ის არ წარმოადგენს ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ კოტე შარაშენიძეს. მისი თქმით, ის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში "ევროპული საქართველოს" სახელით მონაწილეობდა და მაჟორიტარობისთვის იბრძოდა. 

გიორგი როყვა ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში ორი საათის განმავლობაში იკითხებოდა. 

„ვიყავი ქალაქგარეთ გასული მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გატაცებასთან დაკავშირებით და ა.შ. ადგილი არ ჰქონია. ბატონი ბეგლარის მიმართ იყო გავრცელებული ეს განცხადება. ზეწოლაზეც იყო საუბარი და გატაცებაზეც იყო. მე ვიყრიდი კენჭს 21-ში არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ კანდიდატად. აქედან გამომდინარე არცერთი სხვა პარტიის წარმომადგენელი მე არ გახლავართ,“ - განაცხადა როყვამ.  

გიორგი როყვას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე.

„ეს არის სპექტაკლი იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ თქვენი ტელევიზიებით რამდენჯერმე მიაკითხეთ სახლში და მშობლებმაც კი არ იცოდნენ სად იყო ეს ბავშვი. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი 22 ოქტომბრიდან ყოველდღე ჩვენთან იყო შტაბში, ამიტომ ის სმს-ბი, ის ვიდეო მასალები, სადაც თვითონ წაიყვანეს და სადაც ზეწოლა განხორციელდა და რომელსაც თვითონ ადასტურებს, შეგიძლიათ მიმართოთ პროკურატურას და პროკურატურამ გახსნას ეს საქმე,“ - აცხადებს შარაშენიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები