ევროკომისიის ანგარიშს, სადაც ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინას მთავარ პარტნიორებად ასახელებს, მთავრობის წევრები გამოეხმაურნენ. მინისტრებმა დოკუმენტში აღნიშნულ შეფასებებზე ისაუბრეს.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტი ასახავს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების აღებული ვალდებულებების შესრულებასა და პროგრესს. მისი თქმით, ანგარიშში აღნიშნულია ჯანდაცვის სისტემაში პროგრესი.
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ისეთ სფეროებში მიღწევები, როგორიცაა დემოკრატია, მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები. მისი თქმით, ცალკე არის გამოყოფილი საკონსტიტუციო რეფორმა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩიქოვანის თქმით, ევროკაშირის ანგარიში ადასტურებს, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სწორია და ევროკაშირთან დაახლოების კუთხით დადებითადაა შეფასებული.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული შსს-ის როლი საერთაშორისო სამართალდაცვით სფეროსა და ორგანიზებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.