„ევროკომისია რეგიონში უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოს მიიჩნევს,“- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი ევროკომისიის ანგარიშს. გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ევროკომისიამ საქართველოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა პოზიტიურად შეაფასა.
„მინდა ყველას მივულოცო ევროკომისიის მიერ საქართველოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ძალიან პოზიტიურად შეფასება. 2017 წლის ანგარიშში დეტალურად არის განხილული ყველა ის პროგრესი და ხელშესახები შედეგი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია რეგიონში უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოს მიიჩნევს და თვლის, რომ საქართველომ გატარებული რეფორმებით თავისი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა,“- აღნიშნავს კვირიკაშვილი.
ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინას მთავარ პარტნიორებად ასახელებს. ევროკომისიამ თავისი ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა, სადაც მიმოხილულია ყველა ის სფერო, სადაც მხარეები თანამშრომლობენ.