20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნა - შევარდნაძის ოჯახი საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ოჯახი საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავს და ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გამოფენასთან დაკავშირებით განმარტებას მოითხოვს. საგანგებო განცხადება ექსპრეზიდენტის ოჯახმა დღეს გაავრცელა, სადაც ისინი გერმანიაში საქართველოს ელჩს მიმართავენ და ისტორიული თარიღების მიხედვით, ბერლინის კედლის დანგრევაში ედუარდ შევარდნაძის მიერ შეტანილ წვლილს ახსენებენ. 

„გვინდა ჩვენი ღრმა გულისტკივილი გამოვხატოთ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით. ამ ექსპოზიციაზე ისტორიულ ფოტოებს შორის, ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ადგილი არც კი გამოინახა. ეს ფაქტი როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს. თქვენო აღმატებულებავ, გვჯერა, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაშვებული იქნა უხეში, სრულიად გაუმართლებელი პროფესიონალური შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია. გვჯერა - თქვენი მხრიდან ყველა ძალას იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ განსაკუთრებულად თბილ, ტრადიციულად ღრმად მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება!

"საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის “ანომალური”, ისტორიულად უსამართლო ხასიათი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრებმა განცხადებაში სხვადასხვა ისტორიული თარიღი მიუთითეს, როდესაც ედუარდ შევარდნაძე, ბერლინის კედლის დანგრევაში მონაწილეობდა.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის დროს ცერემონიის ორგანიზატორებს ხარვეზის აღმოფხვრისკენ მოუწოდა.

დღის ამბები