კახი კალაძის პირველი დღე მერიაში. დედაქალაქის არჩეული მერი უფლებამოსილების განხორცილებას დღეიდან შეუდგება. კალაძე საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად დაიწყებს და მათ საზოგადოებას დღესვე წარუდგენს.
სავარაუდოდ, ვიცე მერის პოსტს დაიკავებს ირაკლი ხმალაძე, რომელიც მანამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. კალაძის გუნდის წევრი და მერის მოადგილე იქნება სავარაუდოდ, მაია ბითაძეც. ის კალაძის წინასაარჩევნო კამპანაიში ჩართვამდე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
უკვე ცნობილია, რომ ახალი მერი საკადრო ცვლილებების გატარებას, ატესტაციის პროცესის დაწყებას და რამდენიმე საქალაქო სამსახურის გაუქმებას გეგმავს.
უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 12-ვე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს და 10-ვე რაიონის გამგებელს.