20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა - იან კელი

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება ამერიკის ელჩი საქართველოში. იან კელი არჩევნებს დემოკრატიულ პროცესად აფასებს.

მისი განცხადებით, სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების მიხედვით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში, ინციდენტების გარეშე ჩაიარა, რაც კელის განცხადებით, მნიშვნელოვანია.

„სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე. ჩვენ მოხარულები ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას იმ ლიდერებთან, რომლებიც ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს გამჭვირვალე და დემოკრატიული სისტემა,“ - განაცხადა იან კელიმ.

დღის ამბები