20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი სამუშაო დღე

ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის პარლამენტს ნდობა ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა პრემიერის განკარგულებით, მინისტრებს დღეს უკვე პირველი სამუშაო დღე აქვთ. ცვლილებების თანახმად, 18 სამინიტროდან 14 რჩება.

შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელი გიორგი გახარიამ ჩაიბარა - ის ამავე დროს გახდა ვიცე პრემიერიც. გამსხვილებულ ეკონომიკის სამინისტროში ხელმძღვანელად მეორედ დაბრუნდა დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც გაუქმებული ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინიტროს ფუნქციებსაც შეითავსებს.

ფინანსთა მინისტრი საქართველოს რკინიგზის ხელმძღავენლი მამუკა ბახტაძეა. მასთან ერთად, ახალი სახე მინისტრთა კაბინეტში მიხეილ ჩხენკელი გახდა, რომელმაც განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა ჩაანაცვლა.

დღესვე უფლებამოსილების განხორციელებას ახალ პოსტზე შეუდგება გიორგი მღებრიშვილი, მას კრიზისების მართვის საბჭოში ელოდებიან.

დღის ამბები