20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
„არსებობს რისკები, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ესკალაციას გეგმავდეს" - კახა გოგოლაშვილი

ანალიტიკოსების ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს აფასებენ. მათ ვლადიმერ პუტინისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრისას შესაძლო განსახილველ საკითხებზეც ისაუბრეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ რისკები არსებობს, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში რაიმე სახის ესკალაციას გეგმავდეს.

„სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობის რუსეთში ვიზიტები ხშირია. პრაქტიკულად, სამხრეთ ოსეთი რუსეთიდან იმართება და მათ სჭირდებათ ინსტრუქციები, შეთანხმება ნებისმიერი გადაწყვეტილებების. იქ შეიძლება განხილული საკითხები იყოს სამხრეთ ოსეთის შემდგომი ანექსიის შესახებ. არსებობს რისკები, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში რაიმე ესკალაციას გეგმავდეს იმიტომ, რომ სულ უფრო ხშირდება კონტაქტები ნატო-ს წევრ სახელწმიფოებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან და ეს ყველაფერი შეიძლება იწვევდეს რუსეთის ხელისუფლებაში მოთხოვნილებას, რომ მიიღონ ადეკვატური ზომები“ - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

კონფლიქტოლოგის, ლევან გერაძის აზრით, პუტინი-ბიბილოვის შეხვედრა რუსეთის მხრიდან ოკუპაციური პოლიტიკის გაგრძელებაა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები