20 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"მე ვიცოდი, რომ ნანუაშვილი იყო აქამდე სახალხო დამცველი და მოსამართლე როდიდან გახდა არ ვიცი" - მიქაელ ბოტკოველი

„მე ვიცოდი, რომ უჩა ნანუაშვილი იყო აქამდე სახალხო დამცველი და მოსამართლე როდიდან გახდა ეს არ ვიცი,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი ომბუდსნების ანგარიშს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით.

დეკანოზი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ხედვა არ არის მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მექანიზმი.

„ჩვენ უნდა პატივი ვცეთ სამართალს, რაც ქვეყანაში არსებობს და სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, როგორც  მოცემულობა,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით კი, ციანიდის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მართლმსაჯულება არ აღსრულებულა. ნანუაშვილის შეფასებით, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელის მხრიდან ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია მამა გიორგი მამალაძის მიმართ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები