20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
კალაძის გუნდი - მერიის უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს ოპოზიცია ზონდერს უწოდებს

საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის პოსტზე თბილისის ახალი მერის მიერ წარდგენილ კანდიდატურებთან დაკავშირებით ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს პრეტენზიები აქვთ. ოპოზიციის წევრები უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურას ზონდერს უწოდებენ.

ნუგზარ ჭონქაძე, იგივე სულიკო კედელაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე სიძულვილის ენის ტირაჟირებას ახდენდა, განსაკუთრებული აგრესიით ოპოზიციური პარტიების მიმართ გამოირჩეოდა და მათ ემუქრებოდა. ასევე, ის არა ერთი საპროტესტო აქციის აქტიური მონაწილე იყო.

ოპოზიცია თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ მერიაში სუს-ის გავლენები ახალი მერის პირობებშიც ნარჩუნდება. ამის მაგალითად ოპოზიცია გიგა ნიკოლეიშვილს ასახელებს, რომელიც დავით ნარმანიას მოადგილეებიდან ერთადერთია, ვინც პოსტი შეინარჩუნა.

გამგებლობისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების პოსტებზე დასახელებული კანდიდატურების დამტკიცების შესახებ, საბოლო გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები