პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტი იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გეგმავს, გრიგორი კარასინთან მოლაპარაკების დროს კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია ანატოლი ბიბილოვის მოსკოვში ვიზიტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
„გარდა იმისა, რომ არის საერთაშორისო სამართლის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის შელახვა, ეს არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ მოახდინონ კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია ამ რეგიონისა რუსეთში. გარდა ამისა რუსეთი ქმნის იმის განცდას, რომ ეს რეგიონები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხია ასევე საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს დადებული შეთანხმებაც.