საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით გადის. პროექტს მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი.
დეპუტატები დოკუმენტიდან იმ ჩანაწერის ამოღებას ითხოვენ, რომლითაც მაუწყებელს სტარტაპების დაფინანსების ფუნქცია ენიჭება.
ერთიანია ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხედულებები კომერციული რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებითაც.
კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სარეკლამო დროს არ უნდა ყიდდეს.