20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
"საზოგადოებას სჭირდებოდა რამე ისეთი ხისტი გვერდი" - ნიკოლოზ ჭონქაძე ოპოზიციას პასუხობს

ნიკოლოზ ჭონქაძე, Facebook ექაუნთით - სულიკო კედელაშვილი, რომელიც მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა, პირველ სატელევიზიო განმარტებას აკეთებს. ის ოპოზიციამ სოციალური ქსელით ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და კახა კალაძეს მისი სხვა კანდიდატურით შეცვლა მოსთხოვა.

მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე მას რეკომენდაცია კახი კალაძემ გაუწია. ნიკოლოზ ჭონქაძის განმარტებით, ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურში 1995 წლიდან - 2007 წლის ჩათვლით მუშაობდა, შემდეგ კი კერძო სტრუქტურაში, „პროგრეს ბანკში" იგივე განხრით განაგრძო მუშაობა.

რაც შეეხება სოციალურ ქსელს, ჭონქაძე აღნიშნავს, რომ გვერდი საზოგადოებისთვის შეიქმნა, რადგან მათ ხისტი განცხადებების გაკეთება ესაჭიროებოდათ.

“ეს გვერდი შეიქმნა 2010 წელს, მაშინდელი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ჰქონდა სახელმწიფოს და რა სიტუაციაც სუფევდა, ის ძალადობა, რომელზეც ახლა ძალიან ბევრი საუბრობს, მაშინ ვერ საუბრობდა, იყო ასეთი შეზღუდვები და საზოგადოებას სჭირდებოდა რამე ისეთი ხისტი გვერდი, რომელიც თავის პოზიციას დააფიქსირებდა. ეს ყველაფერი, რასაც ახლა აჟიტირებს პრესა, აჟიტირებს პოლიტიკური პარტიები, იყენებენ თავისთვის, ეს არის სუყველაფერი ფარსი და ყველაფერი მოგონილია. ეს გვერდი შეიქმნა ამისთვის, საზოგადოებისთვის, რომელსაც სჭირდებოდა ასეთი ხისტი პოზიციის დაფიქსირება და ვერ აფიქსირებდა. მარტო მე კი არ ვაფიქსირებდი, იქ ძალიან ბევრი კომენტარებში აფიქსირებდა თავის აზრებს. თუ რომელიმემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, შეუძლია მიბრძანდეს სასამართლოში და სამართლებრივად გავარჩიოთ ეს საქმე,“ - განაცხადა ნიკოლოზ ჭონქაძე.

დღის ამბები