20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
„ჩვენი ელჩის განცხადება არ არის სერიოზული," - სალომე სამადაშვილი გელა დუმბაძის განცხადებაზე საუბრობს

„გაუგებარია, რა განსაკუთრებული მიზეზი უნდა დააფიქსიროს ადამიანმა, რომ ამ ქვეყანას ესტუმროს,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გელა დუმბაძის საპასუხოდ გააკეთა.

სალომე სამადაშვილს აინტერესებს, შეხვდა თუ არა თავად ელჩი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს და რა ფორმით გადაეცა ოფიციალურ კიევს ნოტა.

„ჩვენი ელჩის განცხადება არ არის სერიოზული იმ თვალსაზრისით, რომ პირველ რიგში ჩვენს სტრატეგიულ, ერთ-ერთ მოკავშირე ქვეყანაში უკრაინაში, რომელთანაც ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვაქვს, გაუგებარია რა განსაკუთრებული მიზეზი უნდა დააფიქსიროს ადამიანმა, რომ ამ ქვეყანას ესტუმროს. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში არის საუბარი ადამიანზე, რომელიც ასრულებდა მის ოფიციალურ ვალდებულებას, ანუ ის ასრულებდა დაცვის ფუნქციას იმ პირისთვის, რომლისთვისაც ეს სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფა არის გათვალისწინებული კანონით,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები