20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - ოპოზიცია და განმარტებებს ითხოვს, მმართველი გუნდი კი პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით,  ოპოზიცია  განმარტებას ხელისუფლებისგან ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაგვიანებული რეაგირების გამო აკრიტიკებს.

„სამი კვირა უთვალთვალებდნენ ადამიანებს რომლებიც არ იციან ვინ არიან და ეს ადამიანები ამ პერიოდის განმავლობაში იარაღის უზარმაზარ არსენალს, მარაგს ინახავენ და ეზიდებიან ბინაში. ამის პარალელურად ხდება რა რომ, ხელისუფლება უშვებს იმას რომ სწავლა იწყება იქვე მდებარე ბაღში, სკოლაში და მოსახლეობა არ არის ევაკუირებული,“-აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

სუს-ისგან სპეცოპერაციაზე დეტალური ინფორმაციის წარდგენ ას ელოდებიან "ევროპულ საქართველოში." არ არის გამორიცხული კითხვებზე პასუხის გასაცემად უმცირესობამ პარლამენტში ძალოვან უწყების პირველი პირებიც დაიბაროს.

„კითხვები უნდა დაისვას, კითხვები არსებობს, ეს კითხვები არ არის პოლიტიკოსების მოგონილი კითხვები, ეს არის რეალური კითხვები, მათ შორის ვინაობაზე ამ ტერორისტების თუ ესენი ტერორისტები იყვნენ. რას აპირებდნენ, იარაღი როგორ გაჩნდა იქ, ეს არის ლეგიტიმური კითხვები,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

ოპონენტებს ნაადრევი შეფასებებისგან და პოლიტიკური სპეკულაციებიდან თავის შეკავებას ურჩევს მმართველი გუნდი.

„დარწმუნებული ვარ რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა რა თქმა უნდა იმ ფარგლებში რაც გამოძიების ინტერესებს არ დააზიანებს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, საქართველო შედგა ასეთად და შესაბამისად ველოდები, რომ პასუხი გაეცემა იმ ფარგლებში, რომელსაც ითვალისწინებს გამოძიების ინტერესი,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები