20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტს ეხმაურება

ხვალ ბრიუსელი პირველად უმასპინძლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტს. ევროკავშირის ლიდერები უკვე ბრიუსლეში იმყოფებიან. ჟურნალისტებისთვის "სახალხო პარტიის" მთავარ ოფისში ბრიფინგი გამართა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და დაგეგმილ სამიტზე ისაუბრა.

იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ფაქტი, რომ სამიტი ბრიუსელში იმართება, უკვე მოწმობს, რომ ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში აღმოსვალეთ პარტნიორობის პროექტი ერთ-ერთი მთავარია.

გარდა ამისა, მან საქართველოს შესახებ განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით იმპლემენტაცია მოხდეს.

„დარწმუნებული ვარ, დეკლარაციას მხოლოდ დოკუმენტის სახელი არ ექნება. ეს იქნება დეკლარაცია, რომელსაც ყველა მხარს დაუჭერს. მას ხელს აწერს 34 ლიდერი. რა თქმა უნდა, ყველა 100 პროცენტით კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ საჭიროა კომპრომისი. მიგრაციის, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების ფონზე, რასაც ბრექსიტიც დაემატა, საჭიროდ მიგვაჩნია კონსოლიდაცია. უნდა ვიყოთ უფრო ძლიერი კონკურენციის თვალსაზრისით. თუ ჩვენ ვიქნებით კონსოლიდირებული პოლიტიკური კუთხითაც, რაც ჩვენი მეზობლების ინტერესშიცაა, უკეთ განვსაზღვრავთ რა იქნება შემდგომი ნაბიჯები,“ - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

დღის ამბები