აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტის გახსნამდე, ბიურსელში მყოფი საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის, ორმხრივი თანამშრომლობისა და ორი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებზე.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა დაადასტურეს.