20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
„სამწუხაროდ, მოლდოვა და საქართველო მიღწევების კუთხით უკუსვლას განიცდის" - EPP-ს პრეზიდენტი

"ევროპის სახალხო პარტიის" მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით მიღებულ დეკლარაციასთან დაკავშირებით განცხადება პარტიის პრეზიდენტმა გააკეთა.

პარტიის ოფიცალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ევროპის სახალხო პარტია" გააგრძელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას "აღმოსავლეთ პარტნიორობის პლიუსის" მოდელის ფარგლებში.

„სამწუხაროდ, მოლდოვა და საქართველო მიღწევების კუთხით უკუსვლას განიცდის, უკრაინას კი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ გაუძლიერებია. პარტია მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობა, რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, გადამწყვეტია აღმოსავლეთ პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის უფრო ღრმა ურთიერთობებისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპის სახალხო პარტია" ასევე, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭწერას გამოთქვამს და იზიარებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიან პოზიციას, რუსეთთან მიმართებაში.

დღის ამბები