„ნამდვილად დაგიდასტურებთ, რომ არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხს გასცემს გამოძიება,“ - ეს განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ბათუმში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გააკეთა.
სასტუმრო ლეოგრანდში აჭარის მთავრობის წევრებიც მივიდნენ, თუმცა, გამოძიების დეტალებზე ჯერ არც ერთი უწყება არ საუბრობს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა სამსახურების და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია უკვე შედგა.
„ნამდვილად დაგიდასტურებთ, რომ არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხს გასცემს გამოძიება. თუმცა, მე მინდა, კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვა, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა, ეს სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი იქნება, ეს იქნებ კერძო კომპანიების წარმომადგენლები, აბსოლუტურად იქნება მაქსიმალური რეაგირება,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მთავრობის თავმჯდომარეს აქვს ინფორმაცია, რომ კომპანია შსს-ის სამაშველო სამსახურის მხრიდან მოხდა შემოწმება და სასტუმრო ამის შემდეგ დააჯარიმეს.