20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალურად წარადგენს

სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალურად წარადგენს. მმართველ გუნდში შეთანხმებული კანდიდატი ბიუროს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სახელით წარედგინება. ლომჯარია ერთ-ერთია იმ ოთხ კანდიდატს შორის, რომელიც სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს.

დღევანდელ ბიუროზე მოხდება ასევე, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის წარდგენა. დაგეგმილი ცვლილებების პროექტები პარლამენტში უკვე შესულია და მათ განხილვას მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს.

"თუ რადიკალურად არ იქნა შემცირებული ამ უწყებების ქვემდებარე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებები და არ მოხდა რეალური შემცირება, გამოდის, რომ ეს არის მექანიკური გაერთიანება,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, თუ ამას მოყვება ძალიან მკაფიო გეგმა ხარჯების შემცირების, სხვაგვარად შეუძლებელია ამას ქონდეს დადებითი ეფექტი. 

დღის ამბები