20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ოპოზიცია პროტესტის ნიშნად პარლამენტში განხილვას არ ესწრება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვას პროტესტის ნიშნად ოპოზიცია არ ესწრება. "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს უცხადებენ იმ საკითხების განხილვას, რაც უკვე მიღებულ კონსტიტუციაში უნდა შეიცვალოს.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარია 5 პუნქტზე, რომელიც ახალ კონსტიტუციაში ჩასასწორებელი გახდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ. ოპოზიციისთვის მიუღებელი რჩება კონსტიტუციის მიხედვით საარჩევნო ბლოკებში აკრძალვა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მხოლოდ 2024 წლიდან გადასვლა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძე ხელისუფლებას ხალხის აზრის გაუთვალისწინებლობის გამო აკრიტიკებს.

„ამ ფარსში ჩვენ მონაწილეობას არ ვაპირებთ. მათ აქვთ ერთპარტიული კონსტიტუცია და თვითონ შეუძლიათ ცვალონ ისე, როგორც მოეპრიანებათ,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორი, ლაშა ტუღუში პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2024 წელს შეცდომად მიიჩნევს.

„რატომ ვკარგავთ ამდენ დროს, ჩემთვის არის გაუგებარი დღესაც. ვთვლი, რომ ეს არის შეცდომა და ეს შეცდომა ჩვენ არ უნდა დაგვეშვა,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასების გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„კონსტიტუცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი წევრის ჩარჩო, მისი მოქმედების არეალი, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით მე კომენტარს ზედმეტს ვერაფერს ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები