„დღეს დადასტურდა ის, რომ იმას, რასაც ამდენ ხანს ვამბობდით, საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებული პატიმარი მერაბიშვილის სახით,“ - ეს განცხადება ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.
მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.
ადვოკატი განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მერაბიშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა.
„დიდმა პალატამ პრაქტიკულად უცვლელად დატოვა სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ანუ მან განმარტა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი მეხუთე მუხლის პირველ მუხლთან ერთობლიობაში. მერაბიშვილის დაკავება-პატიმრობა ემსახურებოდა არა კონვენციით გათვალისწინებულ საფუძვლებს, არამედ იყო ის უკანონო. ანუ რას ნიშნავს ეს, კონვენციით დადგენილი საფუძვლები არ არსებობდა მისი დაკავება-დაპატიმრების მომენტისთვის,“ - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.