20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
"სააკაშვილს სურს, რომ ყველაფერი გადაიტანოს პოლიტიკურ ჭრილში"- მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილის მირ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ პოროშენკომ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. მათი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ უნდა გახდეს.

"სააკაშვილს სურს, რომ ყველაფერი გადაიტანოს პოლიტიკურ ჭრილში. მისი მოქმედებები უკრაინაში არ მგონია, რომ უკრაინის სტაბილურობისთვის რაიმე პოზიტიურის ომტანი იყოს, მით უმეტეს მისი მართვის სტილი კარგად გვახსოვს,“- განაცხადა გიორიგ ვოლსკიმ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სააკაშვილის დაკავებით არა პოლიტიკოსები არიან დაინტერესებულები, არამედ იუსტიციის სამინისტრო და სასამართლო.

"პროცესი, ერთი მხივ, მიჰყავს სასამართლოს ბრალდებების ნაწილში, მეორე პროცესი, რომელიც ეხება სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას სამართლებრივი დახმარების ექსტრადიციის და სხვა საკითხებზე იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა, ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ეს პროცესები კანონის შესაბამისად მოქმედებდეს, კანონი იქნება იგივე პრინციპების მატარებელი სააკაშვილის მიმართ, როგორც სხვა იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც გაცემულია წინასწარი დაპატიმრების ბრძანება,“- განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები