18 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
მაღალი რანგის სასულიერო პირები ვაშინგტონიდან გვიან ღამით დაბრუნდნენ

სასულიერო პირების ნაწილი ოფიცლაური ვიზტით ამერიკის შეერთებულ შეტატებში იმყოფებოდა. მაღალი რანგის სასულიერო პირები ვაშინგტონიდან გვიან ღამით დაბრუნდნენ.

საპატრაირქოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, საზღვაო ძალების მეთაურობასა და სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს ტომას მელიასთან, ასევე მონაწიელობა მიიღეს დემოკრატიის ეროვნულ ფონდში გამართულ კონფერენციაში.

შეხვედრების დროს წმინდა სინოდის წევრები საუბროდნენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებსა და ისტორიულ მტრებზე. ქართველი ეპისკოპოსები, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ.

"ბევრ თემაზე იყო ჩვენთან საუბარი, თუნდაც უსაფრთხოების საკითხები. ძალიან დადებითად შევაფასებდი ამ ვიზიტს. ალბათ, ცოტა ხანში ძალისხმევის შედეგად ჩვენს სახელმწიფოზეც აისახება ეს. ეს ძალიან კარგია, რადგან, სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენთვის უპირველესი საქართველოს ინტერესია,“ - განაცხადა  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა. 

დღის ამბები