18 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ბათუმში მშენებლობაზე დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში მშენებლობაზე დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, მას მრავლობით დაზიანებები აქვს აქვს.  მათ შორის არის ქალა ტვინის დახურული ტრავმა.

57 წლის მამაკაცი, რომელიც ტრაქტორს მართავდა მძიმე ტექნიკის ქვეშ მოყვა. შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარედ, კომპანია „ორბის“ მშენებარე ობიექტზე მოხდა.

კომპანიის განმარტებით, მძღოლს სპეც ტექნიკა ბეტონზე დაუცურდა და ამოყირავდა. ტრაქტორიდან ის მაშველებმა გამოიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები