18 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
„საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით, მას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა - აფგან მუხთარლი

აფგან მუხთარლი სასამართლო პროცესზე საქართველოს პრემიერმინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრებზე ლაპარაკობს. ბელაქანში, სასამართლო დარბაზში თბილისიდან გატაცებულ ჟურნალისტს კითხვები "კურიერმა" დაუსვა.

მუხთარლი აცხადებს, რომ ეს იყო სახელმწიფოებრივ დონეზე შეთანხმებული დანაშაული და პირველად ყვება, ვინ და რა ვითარებაში გაიტაცა თბილისიდან. აზერბაიჯანული კანონმდებლობით ქვეყნის სასამართლოში გადაღება აკრძალულია და "კურიერის" ჟურნალისტი აფგან მუხთარლის კამერის გარეშე ესაუბრა.

ჟურანლისტი დაწვრილებით საუბრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ის საქართველოდან გაუჩინარებული პირდაპირ აზერბაიჯანში. მუხთარლი ამბობს, რომ მათ სამი მანქანა გამოიცვალეს. ასევე, ესმოდა ქართული საუბარი და მისი მტკიცებით, ადამიანები, რომლებმაც ეს გააკეთეს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

აფგან მუხთარლი ყვება, რომ სახლთან ახლოს პოლიციის სამმა თანამშრომლებმა ძალით ჩასვა მანქანაში. თავზე ტომარა ჩამოაცვეს. მისი თქმით, სულ სამი მანქანა გამოიცვალეს და შემდეგ აზერბაიჯანში აღმოჩნდა.

„საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან, მას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა. კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველამ ერთად დაგეგმა და სახელმწიფო დონეზე ჩაიდინა დანაშაული,“ - ამბობს მუხთარლი.

პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრს გარდა, აფგან მუხთარლიმ საქართველოს პრეზიდენტიც ახსენა. მუხთარლი ამბობს, რომ აზერბაიჯანულმა სასამართლომ გიორგი მარგველაშვილი მოწმედ უნდა დაიბაროს და მის საქმესთან დაკავშირებით მისი ჩვენებაც უნდა მიიღოს.

საქმე ეხება იმ განცხადებას, სადაც გიორგი მარგველაშვილი თბილისიდან აფგან მუხთალის გაუჩინარებასა და გატაცებაზე საუბრობს.  

მომდევნო სასამართლო პროცესი 28 დეკემბერს ჩაინიშნა. 

დღის ამბები