18 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
დათო ოქიტაშვილი და ხათუნა ხოფერია პოლიციაში დაკითხვაზე მივიდნენ

ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში "ენმ"-ის წევრის ეკა წამალაშვილის, კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის და ხათუნა ხოფერიას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. ამ წუთებში ინციდენტში მონაწილეები პოლიციაში იმყოფებიან. გამოკითხვაზე დათო ოქიტაშვილი და ხათუნა ხოფერია ადვოკატებთან ერთად იმყოფებიან.

“ჩვენ მოვედით, რომ არ მივცეთ საშუალება "მოდელირებული ქრონიკის" ავტორს, თავიდან დადგას მოდელირებული ქრონიკა“ - განაცხადა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა.

ხათუნა ხოფერიას თქმით, ისინი ხატია დეკანოიძეს არ მისცემენ საშუალების, რომ "მოდელირებული ქრონიკა 2" დადგას.  

“ადამიანისთვის, რომელმაც გააკეთა მოდელირებული ქრონიკა, გახსოვთ, რომელსაც ორი ადამიანი შეეწირა, მისთვის ეს არის მორიგი შოუ, ანუ "მოდელირებული ქრონიკა 2" და ჩვენ ვეცდებით, რომ არ შედგეს "მოდელირებული ქრონიკა 2“ - აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წვერმა ხატი დეკანოიძემაც. მისი ინფორამციით, სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერიამ მისი მისამართით მუქარის შემცველი განაცხადება გამოაქვეყნა. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები