18 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა

საახალწლოდ შეწყალების მორიგი აქტი განხორცილდება. პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 123 პატიმარი დღესვე დატოვებს დაწესებულებას, 64-ს დანაშაული შეუმსუბუქდა.

„კურიერის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვანო მერაბიშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის განცხადება კომისიის დღის წესრიგში არ ყოფილა.

„კომისიამ განიხილა 1182 პირის საქმე. ბატონი ივანე მერაბიშვილის განცხადება კომისიის დღის წესრიგში არ ყოფილა. შესაბამისად, ჩვენ არ განგვიხილავს მისი საქმე და არანაირი რეკომენდაცია პრეზიდენტისთვის არ შეგვითავაზებია,“ - განაცხადა ქორიძემ.

„რუსთავი 2"-ის კიდევ ერთ შეკითხვაზე, შეწყალებულთა შორის გათვალისწინებული იყო თუ არა „თეთრი ხმაურის“ მოთხოვნა, რომ ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებული ადამიანები შეეწყალებინა პრეზიდენტს, ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიდგომა ნარკოდანაშაულების მიმართ არის მაქსიმალურად ლოიალური.

„დღესაც 123 მსჯავრდებულიდან, რომელიც საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს, ნახევარზე მეტი ნარკოდანაშაულზეა მსჯავრდებული,“ - აღნიშნა ზვიად ქორიძემ. 

დღის ამბები