მომღერალ "უცნობის" სიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებოდა. სამართალდამცველებს აინტერესებდათ „კურიერში“ გაშუქებული ფაქტის დეტალები, რომელიც გიორგი შარაშიძის კომპანიისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შენობების უკანონო დემონტაჟს უკავშირდება. შარაშიძე სამართალდამცავების კითხვეს 6 საათის განმავლობაში პასუხობდა.
გიორგი შარაშიძემ საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ გამომძიბლებს მასთან აბსურდული შეკითხვები ჰქონდათ. მასაც აინტერესებს, თუ სად გაქრა ის შენობები, რომელიც ლილოს დასახლებაში არსებულ ტერიტორიაზე იყო განთავსებული.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა მაყურებელმა და ხალხმა გაიგოს თუ რეალურად სად გაქრა და ვინ გააქრო ეს შენობები. აუცილებლად საბოლოოდ მაინც მოუწევთ ამ საქმის გამოძიება“- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.