20 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
დიდთოვლობა და ზვავსაშიშროება - გუდაური-კობის მონაკვეთზე ათეულობით მანქანა სამი დღეა გაჩერებულია

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ათობით მანქანა უკვე სამი დღეა, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს. სატვირთო ავტომობილების მძღოლები, გზის გაწმენდას ელოდებიან. 

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყების მიუხედავად, შეზღუდვები მაინც ნარჩუნდება. ამ დრომდე იკრძალება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

ათეულობით სატვირთო ავტომანქანა მლეთასთან არის გაჩერებული. მძღოლები კვლავ გაწმენდითი სამუშაოების დასრულებას ელოდებიან, რის შემდეგად, შეძლებენ რუსეთის მიმართულებით გზის გაგრძელებას.

მძღოლების თქმით, უკვე სამი დღეა, აღნიშნულ მონაკვეთზე იმყოფებიან და მათ უკვე შეექმნათ საკვების და საწვავის პრობლემა.

აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე მუშაობენ ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ამ დრომდე იკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება კალა-უშგულის და ფარავნის უღელტეხილებზეც. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კობი-გუდაურის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, საავტომობილო მიმოსვლა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის აღდგება.

დღის ამბები