დღეს მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი, მათ შორის საქართველოც მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში. სამების საკათედრო ტაძარში წირვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ღვთისმსახურების შემდეგ კი მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.
ტრადიციულ საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა რამდენიმე პრობლემაზე გამახვილა ყურადღება, მათ შორის ქრისტიანული რწმენის გაძლიერებაზე, ნარკოტიკების მიმართ ახალგაზრდების მომეტებულ ლტოლვაზე და მათთვის სარეაბილიტაციო ცენტრების ჩამოყალიბებაზე.