18 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურება არის ძალიან დიდი სისტემური პრობლემა - ანა დოლიძე

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნისთვის მადლობას უხდის. განცხადება დოლიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დოლიძემ, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დღეს დაასახელა, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

ანა დოლიძემ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საქმეთა განხილვის გაჭიანურება დაასახელა.

„ბუნებრივია ეს პოზიცია საბჭოს წევრს აკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, ის არის დიდი პრივილეგია და მე მოგახსენებთ იმ სამ ამოცანას, რომელიც უამრავი სფეროდან, რომელიც ეხება იუსტიციის საბჭოს სასამართლოსთან მიმართებაში, ჩემს ყველაზე მთავარ ამოცანებად მიმაჩნია.

"სასამართლო ხელისუფლების ფუნქციაა, ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამ მხრივ ჩვენი ბევრი მოქალაქე ყოველდღე ელოდება განაჩენს, გადაწყვეტილებას ჩვენი სასამართლოებიდან და ეს მოლოდინი ხშირად თვეები და წლებიც კი გრძელდება. საქმეთა გაჭიანურება არის ძალიან დიდი სისტემური პრობლემა, რომელსაც ყველა ჩვენი მოქალაქე, რომელსაც შეხება ჰქონია სასამართლოსთან, თავის თავზე განიცდის. აქედან გამომდინარე ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ სასამართლომ გასწიოს ისეთის მომსახურება, რომელიც იქნება დროული და იქნება ხარისხიანი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სასამართლოს, ხელისუფლების და იუსტიციის საბჭოს მიერ ნდობის ამაღლება, რომელიც დოლიძის განცხადებით, უნდა მოხდეს საბჭოს გახსნილობით და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები