20 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი დენის ტარიფების მატებასთან დაკავშირებით პროკურატურას "სემეკის" დადგენილების შესწავლას სთხოვს

„ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან "სემეკის" 27 დეკემბრის დადგენილების შესწავლას და გაუქმებას მოითხოვს. შალვა ნათელაშვილის თქმით, დენის ტარიფის მატება მომავალში განსახორციელებელი ინვესტიციების გამო უკანონოდ მოხდა და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

„რეჟიმმა საახალწლოდ დენის გაძვირებით გამოიწვია სოციალური კატასტროფა. სახეზეა სრული სიღატაკე და სრული ნგრევა იმ ელემენტარულის, რითიც ცხოვრობდნენ ადამიანები. აწევა დენზე ტარიფების, იყო წმინდა კრიმინალური მოტივირებით და კანონის უხეში დარღვევით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები