95 წლის ასაკში აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1948 წლიდან სამეცნიერო მოღვაწეობა თსუ-შივე განაგრძო. 1963 წელს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გახდა, იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.
მარიკა ლორთქიფანიძეს გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. 1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.