ქუთაისის სასამართლოში დეპუტატ სოფო კილაძესთან დაკავშირებული საქმის განხილვა გრძელდება. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს მისივე აპარატის თანამშრომელი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
ელგა ფოლადიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს სარჩელით მას შემდეგ მიმართა, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ სამსახურის დატოვება მოსთხოვა. ფოლადიშვილის განცხადებით, სოფო კილაძემ სამსახურის დატოვების მიზეზად კი დაუსახელა, რომ ის პროფესიით იურისტი არ არის.
ფოლადიშვილის მტკიცებით, იურისტის დიპლომი მხოლოდ საბაბია და რეალურად, დეპუტატი კომიტეტს საკუთარი კადრებით აკომპლექტებს.
პარლამენტის თანამშრომლის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.