ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილისგან საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება. პოლიტიკური პარტიები გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაცავად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
რადიკალურად განსხვავებულია ხელისუფლების პოზიცია. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გემოვნების მიხედვით გამოყენება ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ იყოს სამართლებრივი სახელმწიფოს ნაწილი.
„გქონდეს უფლება შეიწყალო პატიმრები მხოლოდ შენ და არავინ სხვამ, არ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების თვითნებურად, პირადი ინტერესით და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ გამოყენების უფლება გაქვს,"-აცხადებს წულუკიანი.
პრეზიდენტის შეწყალების ექსკლუზიური უფლების კონტროლთან დაკავშირებული განცხადებების შემდეგ, იუსტიციის მინისტრი სამოქალაქოს სექტორის მხრიდან მწვავე შეფასებების ადრესატი გახდა. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილმა სამართლებრივი დავა სტრასბურგში გააგრძელა, ის საქათველოს პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ხელისუფლებასთან საერთაშორისო დავას მოიგებს.