18 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
წაქცეული ხეები, გადახდილი სახურავები და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები - სტიქია კახეთში 

სტიქია კახეთში - თელავისა და გურჯაანის მოსახლეობას ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერმა ქარმა თელავსა და გურჯაანში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. უამინდობის გამო წაქცეულია ხეები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.

ადგილზე დილიდან მუშაობენ სამაშველო სამსახურები.

„მიდის სამსახურების მიერ გადამოწმება რაიონის მასშტაბით. მუნიციპალიტეტში არ არის ელექტროენერგია. გადამოწმება მიდის და არ რთავენ ჯერჯერობით. დაზიანებულია ელექტროსადენები. "ელექტროპრო" მუშაობს პარალელურ რეჟიმში,“ - განაცხადა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

დღის ამბები