20 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
კითხვები ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, გამოძიების საკითხია" - თეა წულუკიანი პანკისის სპეცოპერაციაზე

„ის კითხვები, რაც არსებობს ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, არის გამოძიების საკითხი," - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ვერცერთი მინისტრი კითხვებზე პასუხს ვერ გასცემს, სანამ გამოძიება არ დასრულდება.  

„გამოძიება მიმდინარეა და აქედან გამომდინარე, ვერცერთი მინისტრი თუ სხვა პირი ვერ გეტყვით ამ კითხვებზე პასუხს, მანამდე სანამ საგამოძიებო ორგანოები არ დაასრულებენ თავიანთ სამუშაოს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა ორკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაჭრილის მდგომარეობა დილის 8 საათისთვის გართულდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. 

დღის ამბები