20 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - ოპოზიცია დროულ გამოძიებას ითხოვს და შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს სამოქალაქო პროტესტის ყველა კანონიერ ფორმას, რომელიც სიმართლის დადგენისკენ იქნება მიმართული. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სრული სიმართლე თქვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ენმ-ში დესტაბილიზაციას არ გამორიცხავენ.

“იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ნათქვამი სიმართლე, იმ შემთხვევაში თუ ხელობის მოსახლეობა, ოჯახი, საქართველოს მოქალაქეები, ვერ დაიჯერებენ იმას, რომ  მართლაც ისე იყო საქმე, როგორც ჩვენ ამას ხელისუფლება გვიყვება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს იმისათვის, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია და ამ დესტაბილიზაციით არის კონკრეტული ქვეყანა დაინტერესებული,"-განაცხადა ენმ-ს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

19 წლის ახალგაზრდის სიკვდილსა და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ „ევროპულ საქართველოშიც.“

„აუცილებელია, რომ ამ ტრაგედიის გამოძიება მოხდეს და ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების გასაკეთებელი. ყველა მოქმედი პოლიტიკოსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების ვალია, რომე ეს საქმე იყოს გამოძიებული,“-აცხადებს სერგო რატიანი.

ოჯახის წევრთა განცხადებები გასაგებია მმართველი გუნდისთვის. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა გამოძიების დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა.

„გამოძიების ვალდებულებაა დეტალური და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვაზე, რაც კი გამოძიების წინაშე დგას.“-ამბობს მამუკა მდინარაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები