20 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
"წინასწარი განცხადებების და წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს,"-პრემიერი მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება

პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კომენტარი გააკეთა. იგი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესებში შედის ობიექტური გამოძიების მიერ ყველა სეკითხვაზე პასუხის გაცემა. 

„დღეს ამ ვითარებაში წინასწარი განცხადებების და წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს. სამწუხაროა რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან  მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეტეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა სამძიმარი  ვუთხრა მის ოჯახს. მინდა ასევე ჩვენი პატივისცემა დავუდასტურო ქის თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში თავიანთი დამოკიდებულებით არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი  ინტერესების ერთგულება და ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა არის შეუძლებელი,“-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

დღის ამბები