პროკურატურის თანამშრომლებმა რუსთავის პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები დააკავეს. მთავარი საგამოძიები უწყების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს სამართალდამცველებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე და სამ წლამდე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს საღამოს საათებში რ.ღ. მეგობრებთან ერთად ქ. რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდნენ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ.რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, საუბრისას რ.ღ.-ს მიერ მოთხოვნილ განმარტებას, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
18 წლის ახალგაზრდას რუსთავის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად 12 ნოემბერს გაუსწორდნენ. რომა ღონღაძე მაშინ ამტკიცებდა, რომ 11 ნოემბერს სადარბაზოსთან ცემის შემდეგ მთვრალი სამართალდამაცველები მის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც გაიქცა. ამ ფაქტის შესახებ მაყურებელეს კურიერმა უამბო, რეპორტაჟი იხილეთ ამ ბმულზე