პროკურატურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ორი პოლიციელის დაკავებასთან დაკავშირებით, განმარტებებს აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ბექა დოჭვიშვილი ამბობს, რომ გენერალური ინსპექცია პროკურატურასთან აქტიურად თანამშრომლობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს, რადგან ჩემი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ ფაქტზე არ დადგეს პასუხგაუცემელი კითხვები. ზოგადად პოლიციელის უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება,“-განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ბექა დოჭვიშვილმა.