05 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და მაღალ პროფესიულ დონზე ჩატარდა - სოზარ სუბარი პანკისის სპეცოპერაციაზე საუბრობს

„სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და მაღალ პროფესიულ დონზე ჩატარდა. მოხდა თუ არა გადამეტება, ამაზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ამ წუთში კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ სანამ გამოძიება არ იქნება, ჩემგან კომენტარის გაკეთება არ იქნება მართალი,“- ეს განცხადება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და შემდეგ ის კლინიკაში გარდაიცვალა.

მთავრობის წევრების შეფასებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„იმ სპეცსამსახურების ღვაწლი არის ძალიან დიდი, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩაბმულები და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ თქვენი, ჩვენი და საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იყოს, მათ შორის იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, რომლებსაც დღეს ძალიან სტკივა გული მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალგაზრდის დაკარგვა არის ძალიან დიდი ტკივილი არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, მაგრამ ეს ტკივილი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანებს შეიძლება გარკვეული კავშირი გაუჩნდეს ტერორიზმთან. ამიტომაც არის ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელი, რომ ასეთი ახალგაზრდების ჩათრევა არ მოხდეს მსგავს საქმიანობაში,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

დღის ამბები